გორში, ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება
გორში, ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე, ვერ ხერხდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობს. არსებული ინფორმაციით, იწვის ტანსაცმლის და ავეჯის რამდენიმე საწყობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.