ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ სასურსათო პაკეტი 1000-მდე ოჯახს გადაეცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ სასურსათო პაკეტი 1000-მდე ოჯახს გადაეცა.
ბენეფიციართა შორის არიან ადგილობრივი ბავშვები და სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა ოჯახები.
პროდუქტის დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთო ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპების წარმომადგენლები.
სოციალურ აქციას შეუერთდა შოთიკო საგანელიძე სამეგობრო ჯგუფთან ერთად.
ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და მშვიდობას!