გორში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი უნიფორმა გადაეცათ
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ. სპეცტანსაცმლის კომპლექტაციაში შედის დათბილული ქურთუკი, შარვალი, კომბინეზონი, ლაბადა და ზამთრის ფეხსაცმელი.