ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ სოციალურად დაუცველ 200 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახისთვის, სასურსათო პაკეტები გადასცა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონული განვითარების სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის დახმარების პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, გლობალური გამოწვევის პერიოდში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ,,ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად გრძელდება მოსახლეობის სასურსათო პროდუქტით დახმარება. რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დღეს მობილიზებულია 200 ოჯახისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. სურსათი გადანაწილდა ოთხ მუნიციპალიტეტში რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის მოადგილის კახა გურულის განცხადებით, პანდემიის პერიოდში თვითმმართველობა აგრძელებს შეჭირვებული ოჯახების დახმარებას, ამავე დროს უპრეცენდენტო სოლიდარობის აქცია გრძელდება ბიზნესის ჩართულობითაც.
,, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირიოდში ქალაქში, ბიზნესის მოსახლეობისადმი თანადგომა და სოლიდარობა იგრძნობა. ჩვენ უკვე ათასობით ოჯახს გავუწიეთ დახმარება, გადავეცით სურსათი და ამ პროცესში, ბიზნეს სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი წილითაა ჩართული. ეს დახმარება, რომელიც დღეს გადმოგვეცა, გადანაწილდება მხოლოდ იმ კატეგორიაზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესის წარმომადგენლებს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას და რეგიონული განვითარების სააგენტოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კახა გურულმა. როგორც ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი ჰუმანიტარული აქცია, მათი ორგანზებით საშობაოდაც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები