კომპანია “ზიმო” ქუთაისის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო მოედანზე დასაქმებულების პროტესტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ზიმო” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო მოედანზე დასაქმებულების პროტესტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ადამიანები უშუალოდ არ წარმოადგენენ არც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს, არც ფონდი „ქართუს“ და არც კომპანია „ზიმოს“ თანამშრომლებს ან/და დაქირავებულ პირებს, კომპანია „ზიმოსა“ და სამშენებლო კომპანია „D&T”-ს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, რის შედეგადაც ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრება უახლოეს საათებში

“დღეს ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო მოედანზე დასაქმებული ადამიანების პროტესტის თაობაზე. მათი ცნობით, პროტესტი ეხებოდა დამლაგებლებისთვის და დაქირავებული მუშებისთვის ხელფასების დაგვიანებას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით და დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ზიმო“, რომლის ქვეკონტრაქტორია ფირმა “D&T”. სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი და დამფინანსებელია ფონდი „ქართუ“. ფონდ „ქართუს“ სრულად აქვს შესრულებული ყველა ვალდებულება, როგორც დამკვეთს, მათ შორის გადახდილია თანხები დღეის მდგომარეობით შესრულებული ყველა სამშენებლო სამუშაოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ადამიანები უშუალოდ არ წარმოადგენენ არც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს, არც ფონდი „ქართუს“ და არც კომპანია „ზიმოს“ თანამშრომლებს ან/და დაქირავებულ პირებს, კომპანია „ზიმოსა“ და სამშენებლო კომპანია „D&T”-ს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, რის შედეგადაც ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრება უახლოეს საათებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები