ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს, შენგელია ამ დრომდე მოვალეობის თაცმჯდომარის შემსრულებელი იყო. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 16 – მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს სხდომაზე, ასევე 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს , რომელიც წელს 60 მილიონით განისაზღვრა. საკრებულომ ასევე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროექტში შევიდა ცვლილება და ახალი კორპუსისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის ადგილი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები