ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა

შუხევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა.

საპატიო შუახეველის წოდება სახალხო დღესასაწაულის ფარგლებში იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მოუძღვის მუნიციპალიტეტის წინაშე.

წელს დღესასწაული ,,შუახევობა2020“ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ფართო მასშტაბით არ აღინიშნება. შუახევის მერიამ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო შუახეველების დაჯილდოებისა, გააუქმა და ღონისძიების ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით გადანაწილდა.

საპტიო შუახეველის წოდება 9 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოებაში მონაწილეობა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, შუახევის მერის მოადგილემ და რესურსცენტრის უფროსმა მიიღეს.

საპატიო შუახეველები გახდნენ: ტარიელ ფუტკარაძე, ჯემალ ხიმშიაშვილი, შოთა ზოიძე, ალიოშა ბაკურიძე, ტარიელ ბოლქვაძე, გურამ ქარცივაძე, ლევან ნატარიძე, სულიკო დიმიტრაძე, ბადრი დარჩიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები