ზესტაფონის მერიის საახალწლო ამანათი საბავშვო ბაღის 1800 აღსაზრდელმა მიიღო
ზესტაფონის მერიის გადაწყვეტილებით, შობა – ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდათ.
სასაჩუქრე ნაკრები შერეულ პროდუქტებს და ტკბილეულს აერთიანებს.
ამანათების დარიგების პროცესს ქალაქის მე – 8 ბაღში ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე ესწრებოდნენ.
ზესტაფონის მერმა, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს. როგორც მერი ამბობს, კოვიდ პანდემიის პირობებში, საახალწლო საჩუქრები პატარებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.