ამბროლაურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სასურსათო პაკეტები დაურიგდათ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, პირველადი მოხმარების ნივთები და სასურსათო პაკეტები დაურიგდათ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ორგანიზატორთა ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადაეცათ.
” აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აღნიშნული კატეგორიის მქონე ყველა ოჯახს მოიცავს”-,განაცხადეს ორგანიზატორებმა.