თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი სახის არეში დაჭრეს. ” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ლალი კბილაშვილს დაზიანება ერთ-ერთმა ადგილობრივმა იმ დროს მიაყენა, როცა მას ძაღლი დაედევნა, რა დროსაც კბილაშვილს მამაკაცმა ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, ლალი კბილაშვილს ცხოველთა თავშესაფარი საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი.
მომხდარზე გამოძიება სსს- ის 120- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.