აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 216 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულია 31 178 პირი. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,,გვაქვს ახალი შემთხვევა, დაინფიცირდა 115 პირი. კლინიკა დატოვა -58-მა პაციენტმა.
კრიტიკულად იმყოფება 28 პაციენტი. აჭარაში ვირუსის კლება შეინიშნება, რაც განპირობებულია იმით რომ სისტემატურად ხორციელდება პისიარ ტესტების ჩატარება. აუცილებელია ახალ წელს თავი შევიკავოთ შეკრებებისგან, რომ არ გვქონდეს ინფიცირებულთა რიცხვის მატება და შევინარჩუნოთ ის სტაბილურობა, რაც გვაქვს”,- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
რეგიონში მკურნალობას 432 პაციენტი გადის, ხოლო კოვიდ სასტუმროში 384 პირი იმყოფება.