სამეგრელოში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვმა იკლო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით კოვიდ-19-ით რუხის კლინიკაში ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 35 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს 39 პაციენტი გადის, მათ შორის მძიმე 11. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 20 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 4. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 13 პირი მკურნალობს. სენაკი „ლაზიკა მედიში“ 29 მოქალაქეა მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 375.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 93 ადამიანი იმყოფება.