კახეთში კოვიდინფიცირების 107 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 738 შემთხვევიდან 107 კახეთში დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 301, ქვემო ქართლი – 123, შიდა ქართლი – 100, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 107, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1 055.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 38 პირი გარდაიცვალა.