სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 25 პირი დაინფიცირდა

ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

” ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 301, ქვემო ქართლი – 123, შიდა ქართლი – 100, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 107, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 957 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან გამოჯანმრთელებულია – 3 221, ხოლო 41 – გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები