თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო კალათები გადაეცათ

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო კალათები გადაეცათ. ტრადიციული საახალწლო ნობათი თუშეთში მცხოვრებ 27 ოჯახს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა გადასცეს.

შეგახსენებთ, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება.
გზის გახსნამდე თუშეთის მიმართულებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი რეგულარულად უფასო ავიარეისებს ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები