საკანცელარიო ნივთების დარიგების პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებში დღეს დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების   სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს,  დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საკანცელარიო მეთოდური მასალა გადასცა. დღესვე საერთაშორისო ორგანიზაცია  ,,Save the Children”-გან საკანცელარიო მეთოდური მასალა მიიღეს იმ 8 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც, რომლებიც პროგრამა ,,Heart”-ში არიან ჩართული.
საკანცელარიო ნივთების დარიგების პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებში დღეს დაიწყო.
,,ონლაინ გაკვეთილებისთვის, რომელსაც სასკოლო მზაობის ჯგუფები გადიან, საჭიროა  საკანცელარიო მეთოდური მასალა.  რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფილიალის სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართულმა 5-6 წლიანმა,  2015-მა აღსაზრდელმა  მიიღოს საკანცელარიო მეთოდური მასალა სახლში, იმისთვის, რომ მათ  ჩვენთან უკუკავშირი არ გაუჭირდეთ. ამასთან ერთად, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ,,Save the Children” -ის საქართველოს წარმომადგენლობასთან.  აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამაა – ,,Heart”-ი. ამ პროგრამის ფარგლებში  ,,Save the Children”-მა გადაამზადა რუსთავის 8 ბაღის 24 აღმზრდელი. მათთვის სისტემატურად ხდებოდა ,,Heart”-ის პროგრამაში გამოსაყენებელი მეთოდური მასალების მოწოდება. დღესაც მიმდინარეობს მათ მიერ გამოგზავნილი მეთოდური მასალების, კერძოდ საჭირო საკანცელარიო ნივთების დარიგება”, – განაცხადა  რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები