ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო
ქუთაისის მერიამ ტრადიციული საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო . ახალი წლის დამდეგს სასურსათო ამანათს მიიღებს 2370 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. საჩუქარს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა ქულები 65000-დან 100000-მდეა და ჰყავთ 16 წლამდე შვილები.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათი რამდენიმე ოჯახში თვითონ მიიტანა და მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.
„საახალწლო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 3000- მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულები, ამ დღეებში მიიღებენ ამანათებს. ამასთანავე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გადავცეთ საახალწლო ნობათები. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საახალწლო ნობათების დარიგება რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება.