„შესაბამისად, დღეს სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ. განხილვაზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წვრილმანი, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ყველა გზას, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებამდე მივყავდით“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი.
მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ დანახარჯებიდან ამოირიცხა მილიონობით ლარი.
მაგალითად, „თელასის“ შემთხვევაში – 16 მლნ ლარი, ხოლო „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში – 12 მლნ ლარი. მიუხედავად ამისა, ტარიფის შემადგენლობა დარჩა იმ სახით, რა სახითაც დღეს დავინახეთ“. „ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ მომხმარებლებისთვის მთავრობამ შემოგვთავაზა სუბსიდირების პროგრამა და 1 700 000 აბონენტიდან 1 650 000 აბონენტს შეეხება სუბსიდირება, რაც ჯამში მომხმარებლების 96%–ს შეადგენს“, – მიაჩნია სალომე ვარდიაშვილს.
ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.
სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით: 0 კვტ.სთ-დან – 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.041 თეთრი/კვტ.სთ 101 კვტ.სთ-დან – 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი/კვტ.სთ 301 კვტ.სთ-დან – 26.537 თეთრი/კვტ.სთ
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 110-35 კვ. – 27.370 თეთრი/კვტ.სთ 10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ 0.4 კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ
სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგ–ის ჩათვლით: 0 კვი.სთ–დან – 101 კვტ. სთ–ის ჩათვლით 17,731 თეთრ/კვტ.სთ. 101 კვი.სთ–დან – 301 კვტ.სთ–ის ჩათვლით 21,707 თეთრი/კვტ.სთ. 301 კვტ.სთ–დან 26,227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ–ის ჩათვლით: 110–35 კვ. – 28,267 თეთრი/კვტ.სთ. 10-6-3,3 კვ. – 30,879 თეთრი/კვტ.სთ. 0,4 კვ. – 31,960 თეთრი/კვტ.სთ.