ქარელში, სოფელ ტახტისძირში მინი სტადიონის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელ ტახტისძირში დასრულდა მინი სტადიონის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა შემოღობვის, საძირკვლის, ზეძირკვლის, ლითონის კონსტრუქციებისა და ნაწილობრივ მინი სტადიონის საფარის საფუძვლის მოწყობას. რაზეც გაიხარჯა 32 000 ლარი.
აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.
სამუშაოები შეასრულა შპს ,,მშენებელი 2020“-მა”.
უახლოეს მომავალში დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სტადიონზე ხელოვნური საფარის ,,მწვანე ბალახი“-ის, კალათბურთის ფარებისა და სტადიონის განათების მოწყობას.