შუახევის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარადგინა.
2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა 425 000 ლარით. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაზრდილი ბიუჯეტის თანხა მოხმარდება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.
ბიუჯეტის პროექტები სრულად არის მიმართული მოსახლეობის საჭიროებებზე,. პრიორიტეტულ მიმართულებად ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული დასახელდა. სოციალური და ჯანდაცვით კუთხით დაემატა სამი ახალი პროგრამა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები