ონში ხანდაზმულებს წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს

ონის მუნიციპალიტეტის მერია და თემებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები წინასაახალწლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს, ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს სასაჩუქრე პაკეტებით დამდეგ 2021 წელს ულოცავენ. ონის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სოფელ გომსა და ჯინჭვისში მცხოვრებ ადამიანებს წინასაახალწლოდ ტკბილეული და სასუჩუქრე პაკეტები გადასცა.

”გვინდა ბედნიერი და მშვიდობიანი წელიწადის დადგომა ვუსურვოთ ამ ადამიანებს და ვუთხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მათ თანადგომას და პირობების შემსუბუქებას მომავალშიც განაგრძობენ“,-განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები