“ადამიანი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ღირებულებაა” – გოჩა ენუქიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე მხარეში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას განაგრძობს. დეპუტატი ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა, მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა და საახლწლო ნობათი გადასცა.

„სილაგაძეებს ახლახანს საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, მათი პრობლემები მოვისმინეთ, დახმარებას დავპირდით და თანადგმა გამოვუცხადეთ, საჩუქრებითაც გავახარეთ ბავშვები. ადამიანი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონისა და პირობების ეტაპობრივად გასაუმჯობესებლად“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები