აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის ძირითადი თემები პანდემიის პირობებში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა. გაკეთდა განცხადებები, რომლებიც მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
მთავრობის თვმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით შეზღუდვებმა სტაბილიზაციის ფონი შექმნა რეგიონში, რისი შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. მან ასევე ისაუბრა სოციალურ პროგრამებზე, ბიზნეს სექტორის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
,,მნიშვნელოვანმა შეზღუდვებმა მოგვცა სტაბილიზაცია. ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ გამკლავებას პანდემიასთან. მნიშვნელოვანია მობილობს ნაწილში გვქონდეს დინამიკა. აღსაღნიშნავია ისიც რომ რეგიონში 61 000 მეტმა გაიარა საკარანტინე სივრცის რეჟიმი.
გარდა ამისა გრძელდება მოქალაქეების დახმარება სუბსიდირების და კომპენსირების ნაწილში, ჩვენ მედიკამენტებით ვუზრუნველყოფთ საჭიროების მქონე მოქალაქეებს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს ექნებათ სრული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 6 თვის განმავლობაში ბიზნეს სექტორს გადაუვადოთ ვადამოსული ვალდებულებები. მნიშვნელოვანია ბიზნესი ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად. ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები.მათ შორის არის მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა, ვაგრძელებთ ხელვაჩაურში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას დავასრულეთ ერთი კორპუსი რომელშიც ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდდებიან ადგილობრივები“-, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ