გიორგი გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა უარი – ყველას ემახსოვრება როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს
ეპიდემიოლოგიური და ეკონიმიკური კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალიან მოკლევადიანი და მას ვერც დავარქმევდი კრიზისს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი და მთავრობა ფუნქციონირებს, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არის შეზღუდული და დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
„შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა შესვლაზე უარი. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ: როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა