გიორგი გახარია: რეგულაციების რეალური შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან
შეზღუდვების შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უფრო ადრე შეზღუდვების შემსუბუქება რისკის ქვეშ აყენებს არსებულ მიღწევებს.
„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.