ქვემო ქართლში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 132 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367, ქვემო ქართლი – 132, შიდა ქართლი – 144, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12 ”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.