სამეგრელოში კოვიდ-19-ით 155 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 164
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 164 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით კოვიდ-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულები რუხისა და თერჯოლის კოვიდკინიკაში მკურნალობდნენ.
რუხის კლინიკაში 94 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნლობს, მათ შორის 60-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ხოლო მძიმე 5-ის. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 23 მოქალაქეა მოთავსებული, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 4. “სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 ინფიცირებული მოქლაქე, საიდანაც მძიმეა 11-ის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 16 პირია მოთავსებული. სენაკის “ლაზიკა მედში” – 38 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 164 მოქალაქე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 89 ადამიანი.