ირაკლი შენგელია: განათებული და განვითარებაზე ორიებტირებული თაობა არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წარმატების გარანტი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს ლევან დათიაშვილს და საბა ჩხიკვაძეს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საბა და ლევანი ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპიდან არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. ინფიცირებულებისთვის დისტანციური კონსულტაციების გაცემასთან ერთად, საბა ერთ-ერთი კოვიდ მიმღები კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს, ლევანი კი აქტიურად არის დაკავებული სამედიცინო სფეროში ინოვაციური პროექტების შემუშავებით. ლევან დათიაშვილმა საკრებულოს წევრებს მის მიერ შექმნილი ხელოვნური სასუნთქი აპარატის მოდელი წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე, დარგში მიდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებზე, სტუდენტების მიერ დაგეგმილ პროექტებზე და მუნიციპალური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
„მადლობა აქტიურ ახალგაზრდებს, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნოვატორული იდეები და მოხალისეობრივი საქმიანობა არის სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მაგალითი. განათებული და განვითარებაზე ორიებტირებული თაობა არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წარმატების გარანტი. ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის და საკრებულოს როგორც ინსისტუციის მხრიდან მათ აუცილებლად ექნებათ მხარდაჭერა, როგორც პროფესიული განვითარების ასევე ასევე მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განცორციელების საქმეში. ” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ