ცაგერში “სქაიტელმა” წინასაახალწლო საჩუქრები დაარიგა
ცაგერში, ინტერნეტკომპანიამ “სქაიტელი” მატერიალურად შეჭირვებული ოჯახებზე ახალი წლის სასაჩუქრე პაკეტები დაარიგა. ინტერნეტკომპანიის წარმომადგენელი ცაგერში, დიმიტრი ჩიქოვანი “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს რომ ლეჩხუმის სოფლებში ობელი, ქვედა ცაგერი, ჩხუტელი, ქ. ცაგერში კომპანიამ 5 ისეთი ოჯახი შეარჩია, რომელიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებდნენ-“ხუთივე ოჯახი სოციალურად დაუცველია ბაზაში, აქ ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ შევეცადოთ მათი გულები გაგვეხარებინა და სასურსათო პროდუქტები, ტკბილეული გადავეცით” ‘_განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისივე განცხადებით “სქაიტელი” ასეთ აქციებს მომავალშიც გეგმავს.