“ქართლი ტექსტილის” გახსნის დროს სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
“ ქართლი ტექსტილის” გახსნის დროს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივსტები აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეები საწარმოსთან ბანერებით მივიდნენ და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს.
აქტივისტები “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, გარემოსდაცვითი კანონის გამკაცრებას მეათე მოწვევის პარლამენტმა, მესამე მოსმენით მხარი უნდა დაუჭიროს.
აქტივისტებს რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავში ჰაერის დაბინძურება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯები.
„რუსთავში ჰაერის დაბინძურება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა,რასაც აპროტესტებენ დღეს ეკოაქტივისტები. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ საკომიტეტო მოსმენაზე მათთან ერთად გავიაროთ ის საკითხი თუ რატომ მოხდა იმ კანონპროექტის გადავადება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით გააუნმჯობესებს ჩვენი ქალაქის მდგომარეობას იქნა მიღებული ორი მოსმენით, დარჩენილია მესამე მოსმენა თუმცა რეგლამენტში არის ტექნიკური პირობა, რომ ერთთიანი ვადა უნდა იყოს რომ მიზანშეწონილობა იყოს იმ კანონპროექტების, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემოვიდა, ამიტომ ვერ ხერხდება ამ წელს მიღება თუმცა პირველივე სხდომებზე კანონპროექტი მესამე მოსმენით გავა და აუცილებლად ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახება რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.