ფახულანში ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
ფახულანის მაცხოვრებლების განცხადებით, ოკუპანტები დამატებით ავლებენ მავთულხლართებს და ამატებენ ბოძებს ადრე არსებულ ე.წ. საზღვარზე.
ცნობისთვის, მაისში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედროებმა მავთულხლართების განახლება ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს. მანამდე ეს პროცესი წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე, ოკუპირებულ საბერიოში მიმდინარეობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.