ბათუმში საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო

 

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. კორპუსის მე-6 სართულზე 115 კვადრატულ ბინაში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს ეკიდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედრგად არავინ დაშავებულა. იყო ძლიერი დაკვამლიანება სადარბაზოში, უსაფრთხოების მიზნით ოთხი ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები