ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო.