საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია რუსთავში „ქართლი ტექსტილის” ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკურიკრიზისი, ჯერ, რაღაც პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც ჩენ გვაქვს. მაგალითად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და მერე წამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობადა დღეში გვყავს დაახლოებით 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000 უახლოვდებოდა”, – თქვა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, საბოლოოდ, კეთილდღეობის მიღწევა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველას უნდა გვესმოდეს ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული და მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასშორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, ბევრი მოქალაქე ატარებს პირბადეს მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ , რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს, ელემენტარულ მოთხოვნებს ეპიდემიოლოგების მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო – უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი. ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.