ცაგერში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ცაგერში, მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივმა სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების სააგენტომ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისათვის საახალწლო საჩუქრები შეიტანა. როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში განაცხადეს საახალწლო პაკეტები 15 საბავშვო ბაღში უკვე მიიტანეს და მშობლებზე მათი გაცემის პროცესიც დაიწყო-„ბავშვები დღესვე მიიღებენ ჩვენს საჩუქარს, ცაგერის15-ივე საბავშვო ბაღში 251 აღსაზრდელს კარგი პაკეტები დავუმზადეთ, თითოეულის ღირებულება 14 ლარია, ჯამში კი სასაჩუქრე ღირებულებამ 3.514 ლარი შეადგინა“,-აცხადებს „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათაა სააგენტოს ხელმძღვანელი მარინე ბურჯალიანი.