ლენტეხში ოჯახებს წინასაახალწლო საჩუქრები დაურიგდათ
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდათ. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა,რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა,პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა მათი ოჯახები ადგილზე მოინახულეს, საჭიროებები მოსმინეს და წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს. ,,ჩვენი სურვილია, პანდემიის დროს, საახალწლო განწყობა შევუქმნათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და მზრუნველობა. დღეს რამდენიმე ოჯახს გადავეცით საჩუქარები., მერია კვლავ ვაგრძელებთ ტრადიციას და 100-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახსა და შშმ-პირის სტატუსისი მქონე ბავშვებს ახალ წელს გავახარებთ.’’- განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.