კახეთში კოვიდინფიცირების 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 538 შემთხვევიდან 36 კახეთში დადასტურდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 16, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.