აჭარაში კორონავირუსისგან 284 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 284 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა რეგიონში 30 691-ს მიაღწია.
28 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა. მართვით სუნთქვაზე 30 პირი იმყოფება
,,მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, მოსახლეობას მაინც მივმართავთ, რომ თავი შეიკავონ დღესასწაულებზე შეკრებისგან, რათა არ მოხდეს ინფიცირებულთა რიცხვის მატება. რაც შეეხება ახალ შტამს ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა”,-განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ
კლინიკაში მკურნალობს – 479 პირი
კოვიდ სასტუმროში – 497 მოქალაქეა მოთავსებული.