ეკატერინე ტიკარაძე: რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც მთავარ ფასეულობაზე – ადამიანის სიცოცხლეზე გადის
„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას მართავს.
უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის.
ანგარიში წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობაა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.