ზუგდიდში, დისტიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა

20 დეკემბერს, ზუგდიდში, დისტიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მამაკაცი პოლიციაში გამოცხადდა, ის გამოიკითხა და გაუჩინარების მიზეზებიც განმარტა.

არაოფიციალური ინფორმაციით, შალვა გულუა აცხადებს, რომ დისტიბრუციის მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, შეეშინდა და მიიმალა.

ცნობისთვის, სოფელ ყულიშკარში, რამდენიმე დღის წინ, პურის დირსტრიბუციის წითელი ფერის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი იპოვეს, რომელსაც ამავე სოფლის მკვიდრი შალვა გულუა მართავდა. გულუას ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები