სამეგრელოში კოვიდ-19-ით 34 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 380
სამეგრელოში კოვიდ-19-ით 34 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 380
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 380 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით კოვიდ-19-ით 72 წლის ინფიცირებული რუხის კოვიდკინიკაში გარდაიცვალა.
რუხის კლინიკაში 95 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნლობს, მათ შორის 60-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ხოლო მძიმე 5-ის. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 23 მოქალაქეა მოთავსებული, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 7. “სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 32 ინფიცირებული მოქლაქე, საიდანაც მძიმეა 11-ის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 16 პირია მოთავსებული. სენაკის “ლაზიკა მედში” – 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 380 მოქალაქე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 37 ადამიანი.