ნინოწმინდაში ღუმელის აფეთქებას 75 წლის ქალი ემსხვერპლა
ნინოწმინდაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცენტრალური გათბობის ღუმელი აფეთქდა. შემთხვევას 75 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, სოფელ დიდ ხანჩალში მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი ონკანი დაკეტილი იყო, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.