თელავის სასამართლომ ვანო ზანდარაშვილს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს, აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება,თელავის რაიონულის სასამართლოს
მოსამართლემ, მარინა ცერცვაძემ ცოტახნის წინ გამოაცხადა და
სხდომაზე ბრალდების მხარის პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.

ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 2 მუხლით, სსსკ- ის 108-ე და 117- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბრალდებულმა, ვანო ზანდარაშვილმა 25 დეკემბერს, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურავ საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და თელავის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი დაჭრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები