შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურ ბასილ კვირჩილაძისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ მრევლი ინფორმირებული არ არის.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თავად დეკანოზი, ისევე როგორც ეპარქიის მეუფე იოსები მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის, Საქართველოს საპატრიარქომ შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურ ბასილ კვირჩილაძეს, მღვდელმსახურება შეუჩერა, მიზეზად მღვდელმსახურის მორალურ – ზნეობრივი დარღვევები სახელდება.