ამბროლაურის მოსახლეობის გაზიფიცირება გრძელდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები სოფლებში – ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, კაჩაეთი, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი – მიმდინარეობს.
“საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს”,- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე.
გაზიფიცირება რაჭაში 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2017-2020ნ წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება მოხდა და მიმდინარეობს, რაც 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.