დიდთოვლობის გამო ონის სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი რაოდენობის თოვლი მოვიდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მონიტორინგი და გზის გაწმენდითი სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მოსული ნალექის გამო მოძრაობა და შეფერხება არცერთი დღე არ ყოფილა, იწმინდება დათოვლილი მონაკვეთები, გზაზე მოძრაობაც ჩვეულ რეჟიმში ხდება, გაწმენდილია სოფელ მრავალძლამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზები“,-განაცხადეს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.