წინასაახალწლო საჩუქარი ონელ მოხუცებს

რაჭა- ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მაქარაშვილთან, ონის მერთან დავით ჩიკვაიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესები მოინახულა. მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ქვედრულაში მცხოვრებ 93 წლის თამარ ჯაფარიძესა და 83 წლის ლენა ჯაფარიძეს სახლში ესტუმრნენ და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცეს.

„უხუცეს ქალბატონებს საჩუქრად საახალწლო ნობათი და პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტები გადავეცით, ასეთი ადამიანები მთიან რაჭას სიცოცხლეს უნაჩუნებენ და ტრადიციებს არ კარგავენ, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენგან მუდმივად გრძნობდნენ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები