ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კოვიდ 19-ის 61 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 1 097 შემთხვევიდან 61 კახეთში დადასტურდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 185, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 63, გურია – 26 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში დღეის მონაცემებით, კორონავირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები