სამეგრელოში კოვიდ19-ით 61 პირი დაინფიცირდა, 1 გარდაიცვალა, 217 კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 217 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით კოვიდ-19-ით 77 წლის ინფიცირებული “სენამედის” კოვიდკინიკაში გარდაიცვალა.
რუხის კლინიკაში 107 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნლობს, მათ შორის 60-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ხოლო მძიმე 5-ის. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 23 მოქალაქეა მოთავსებული, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 7. “სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 32 ინფიცირებული მოქლაქე, საიდანაც მძიმეა 11-ის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 პირია მოთავსებული. სენაკის “ლაზიკა მედში” – 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 217 მოქალაქე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 40 ადამიანი.