სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 17 პირი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 484 შემთხვევა, აჭარაში – 81, იმერეთში – 185, ქვემო ქართლში – 84, შიდა ქართლში – 63, გურიაში – 26 სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613, აჭარაში – 541, იმერეთში – 1 108.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები